weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეს არჩევნები ჩატარდა ღირსეულად – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

21:21 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

რიჟვაძემ თითოეულ მოქალაქეს მიულოცა „ამ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში ჩატარება“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„საარჩევნო პროცესი და წინასაარჩევნო კამპანია იყო დაკავშირებული არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან, როგორც კოვიდთან, ასევე რიგი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ არჩევნების დისკრედიტაციასთან. თუმცა, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ღირსეულად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო, საიდანაც, 20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 562 664 (26.29%) მივიდა.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და არც მეორე ტურში მონაწილებდნენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]