weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბათუმის საოლქო კომისიასთან 5 ადამიანი დააკავეს

01:29 კვირა, 22 ნოემბერი 2020

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხუთი წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, მათი დაკავების მიზეზი სამართლებრივი გადაცდომა გახდა.

„შეიკრიბა რამდენიმე აქტივისტი. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები და ვიცავთ საყოველთაო წესრიგს. აქციის მონაწილეებს არაერთხელ მიეცათ რეკომენდაცია, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დისტანცია. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და მოგვიხდა მათი დაკავება“, აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.

საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან „ალტერნატივას“ წევრები პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის დასრულების და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ შეიკრიბნენ. მათ ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოაწყეს საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც შემაჯამებელი ოქმები და ბიულეტენები საოლქო საარჩევნო კომისიაში მიჰქონდათ. აქტივისტები კომისიის წევრებს ხვდებოდნენ შეძახილებით „მონებო“, „მოღალატეებო“, სირცხვილია“.

21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო, საიდანაც, 20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 562 664 (26.29%) მივიდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]