weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2021

„ქართულ ოცნებას“ გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა მშვიდობა იყოს – მეუფე იოანე

15:48 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020 hits 233

„დაწყებული პერიკლედან, ვინც ათენში მამამთავარია დემოკრატიის, ყოველთვის ხდებობდა ხმებით თამაში“, – განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ 2020 წლის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიულოცა თუ არა მან გამარჯვება მმართველ გუნდს, ეპისკოპოსმა თქვა, რომ გამარჯვება ყველამ უნდა მიულოცოს.

„გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა. გაიმარჯვა? ხალხის ხმა არის? - მივულოცოთ. არა მარტო ჩვენთან, ამერიკაშიც ასეა. გაიმარჯვა პრეზიდენტმა? - ვულოცავთ. მართალია, ტრამპი არ ეთანხმება, მაგრამ დაამტკიცოს, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი“, – აღნიშნა პიტროპოლიტმა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17-ვე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო დანარჩენი 13 ოლქი „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში მოიგო.

ოპოზიციური პარტიები და ბლოკები, მათ შორის ისინიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პირველი ტურის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]