weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სახელმწიფო მიწების დატაცების უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაა, ამას არ დავუშვებთ – კალაძე

11:19 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების მიტაცების ძალიან ბევრი შემთხვევაა, რაც, კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია და ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ.

ამ თემაზე კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, სადაც ხდება მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამან უკვე მიიღო სისტემატიური ხასიათი და უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს.

მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჯღარკავას, რომ დღეიდანვე დაიწყოს ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციაზე თქვენ გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, რომ თავადვე მოახდინონ იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომლებსაც აშენებენ. თუ ეს არ განხორციელდება, შეგიძლიათ მიხვიდეთ და თქვენვე გაუკეთოთ ამ ყველაფერს დემონტაჟი“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ მუნიციპალურ ინსპექციას შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიხმაროს.

„მე მქონდა კონსულტაციები მინისტრთან და ყველანაირად გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს უმსგავსობა დავამთავროთ დედაქალაქში“, – თქვა თბილისის მერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]