weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საახალწლო სოფლისთვის განკუთვნილი თანხით გაჭირვებულებს დავეხმარებით – კალაძე

11:53 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე წელს დედაქალაქში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და მისთვის განკუთვნილი თანხით – დაახლოებით 700-800 ათასი ლარით – გაჭირვებულებს დაეხმარებიან.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება იმიტომ, რომ ეს ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საახალწლო სოფელი წელს ვერ გაკეთდება. დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება. ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწობაში მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ჩვენ დავეხმარებით იმ ადამიანებს, ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოყოფილია 500 ათასი ლარი, დაწყებულია საკვები პროდუქტების შეძენა და მისი დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება. კალაძის განცხადებით, მერიას გაჭირვებული ოჯახების სრული მონაცემები აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]