weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

15:08 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

დავითაშვილს 2017 წელს ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. მიმდინარე წლის 31 ივლისს ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ უსახსრობის გამო ექიმთან წასვლა ვერ შეძლო და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტის შეძენას ვერ ახერხებდა.

კობა დავითაშვილი 1971 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო  სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტის სპეციალობით. 1999 წლიდან ის ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ბოლოს, 2012 წელს, საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პროპორციული სიით გავიდა, 2013 წელს უმრავლესობა დატოვა და 2016 წლამდე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ჰქონდა. 2010-2012 წლებში კობა დავითაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]