weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დამტკიცდა ნატო-საქართველოს არსებითი, გაძლიერებული პაკეტი – ზალკალიანი

00:05 ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი დამტკიცდა, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო აახლოვებს ნატო-ს წევრობასთან.

ზალკალიანის თქმით, 1-2 დეკემბერს გამართული მინისტერიალი ორი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით იყო გამორჩეული.

„ერთი ის, რომ მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, გაძლიერებული პაკეტი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2014 წელს უელსის სამიტზე მიიღო საქართველოს ეს პაკეტი და შარშან ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის დროს ბათუმში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს პაკეტი ახალი ელემენტებით და სწორედ დღევანდელ მინისტერიალზე საბოლოოდ წერტილი დაესვა ამას. 

ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოვებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. 

იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში.

ასევე, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ეს არის ჩვენი თავდაცვისა და სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერება და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს თავსებადობას ნატო-სთან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მოწონებულია მინისტერიალზე, ნატო-ს 2030-ის სტრატეგიაა, რომლის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ზალკალიანის განცხადებით, სარეკომენდაცო ნაწილში საუბარია იმაზე, რომ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში გაწევრიანების დიალოგი უფრო მაღალ დონეზე, თვისობრივად ახალ დონეზე უნდა ავიდეს.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში მიწვეულია ნატო-ს მინისტრების შეხვედრაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოსა და მთლიანად საქართველოს გარშემო არსებულ სიტუაციას უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]