weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2021

პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი – გახარია

12:24 ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020 hits 624

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტი დაბალანსებულია და მისი ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისა და ბიზნესისთვის, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის.

გახარიას თქმით, ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად იმუშავა.

„ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობის სოციალური, მიზნობრივი მხარდაჭერის და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ მილიარდ 420 მილიონი, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მილიონი, ხოლო დანარჩენი მილიარდ 140 მილიონი გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ პირველ რიგში ჯანდაცვის მხარდაჭერა, მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მილიონი ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია და ვაქცინაციის მომზადება, ასევე ვაქცინების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მილიონი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მილიონი ლარი.

მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად გაიზრდება, უკვე კანონმდებლობით არის გამყარებული. შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოდინი პენსიის ზრდის.

ასევე განსაზღვრულია საკმაოდ სერიუოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშნებლობისთვის. ეს არის 103 მილიონი ლარი. კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და ეს არის 4 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე იზრდება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსება, ყველა იმ სამინისტროების, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული აღდგენისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ.

„იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიების ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, – თქვა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]