weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ძალიან სოლიდური ნაბიჯი გადავდგით იმისკენ, რომ შეთანხმება მოხდეს – გიორგი ვაშაძე

17:53 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

„მივედით იმ ზღვრამდე, რომ გონივრული წინადადებები უნდა მივიღოთ. მიგვიწევს ყველა მხარეს, რომ კომპრომისი იყოს. არის კარგი წინადადებები, რომლებიც ვფიქრობ მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ელჩებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ჩემი აზრით, დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ჩვენი მხრიდან ძალიან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ შეთანხმება მოხდეს, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთხოვდნენ. ჩვენ ამ დოკუმენტებს გავასაჯაროვებთ, როგორც კი საპასუხო წერილობით შეთანხმებას მივიღებთ „ქართული ოცნებისგან“. ვფიქრობ, ყველამ ერთად საჯაროდ უნდა გადავწყვიტოთ, სად არის ის შუალედი, რაზეც საზოგადოება შეიძლება შეთანხმდეს. ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს დალოდება. პირადად ჩემი თხოვნა იყო საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე. ეს ორი-სამი დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ელჩებს შვიდი ოპოზიციური პარტიის მიერ შეთანხმებული პოზიცია გადასცეს იმისთვის, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ გააცნონ. ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინადადებებს გაიზიარებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება. 

იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში შევიდნენ, დღეს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდნენ. შეხვედრას „ლეიბორისტული პარტიის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები - შალვა ნათელაშვილი და ირმა ინაშვილი არ ესწრებოდნენ. ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ნათელაშვილმა შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა ელჩებისთვის გადაცემულ წინადადებებს იზიარებს. რაც შეეხება ირმა ინაშვილს, „ლელოს“ ლიდერის თქმით, ის ამ წინადადებების შემუშავებაში არ მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]