weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2021

ერთად დარჩენას გამოვრიცხავ, მოლაპარაკებების რესურსი აღარ არსებობს – ჯაფარიძე

16:21 შაბათი, 05 დეკემბერი 2020 hits 195

„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია.

„ერთად დარჩენას გამოვრიცხავ, მოლაპარაკებების ვადები და რაღაცები ამოიწურა, მაგის რესურსი აღარ არსებობს“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მისი შეთაბაზებაა, რომ პარტიის რესურსებიდან მისი მხარდაჭერების მხარეს დარჩეს მხოლოდ სახელწოდება „გირჩი“ და ასევე, პარტიის Facebook–გვერდი.

„გირჩის“ კიდევ ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი მოლაპარაკებების მომხრეა და მისთვის გაუგებარია, რისთვის სჭირდება ჯაფარიძეს პარტიის სახელწოდების დატოვება.

„მე არ ვიცი, რას გულისხმობს ზურა – რომ პარტია რჩება, ჩვენ სახელი უნდა შევცვალოთ და თვითონ ახალ პარტიას ქმნის და „გირჩი“ უნდა დაარქვას? მგონია, რომ ოთხი ზრდასრული ადამიანი თუ დასხდებიან და ილაპარაკებენ, რაღაცაზე შეთანხმდებიან“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

„გირჩში“ განხეთქილება იაგო ხვიჩიას Facebook–პოსტს უკავშირდება. 29 ნოემბერს ხვიჩია გამოეხმაურა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში მამაკაცის დაკავებას და დაწერა: „შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“.

ამის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინო დარსაველიძემ დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევა მოითხოვა. მისი თქმით, „გირჩის“ დამფუძნებელთაგან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პარტია ოდესმე პედოფილიის მოხმარებას გაამართლებდა.

მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ერთი მხრივ მისი და მეორე მხრივ იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო.

„მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველ სამეულში იყვნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „გირჩმა“ 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. ეს მანდატები სიის პირველ ოთხეულზე უნდა გადანაწილებულიყო, თუმცა „გირჩი“ სხვა 6 ოპოზიციური პარტიის მსგავსად მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]