weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თუ პარლამენტში ვინმე შევა, არ იქნება ოპოზიციონერი, იქნება რაღაც ნივთი – მელია

16:16 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან მეათე მოწვევის პარლამენტში თუ ვინმე შევა, ის ოპოზიციონერი არ იქნება. ამის შესახებ მელიამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დაწყებადე განაცხადა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი, თუ გინდათ დეპუტატი, ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან, არ შევა. არც ერთი დეპუტატი, არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა, მეათე მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება. ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ, რაღაც ნივთი. ანუ, ვინმე თუ შევა და პოლიტიკურ პრაგმატულობას თავი დავანებოთ, ვინმე თუ პოლიტიკურ ცდუნებას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი მით უმეტეს – ჩემი პოზიცია ასეთია. როგორ წარმოგიდგენიათ, ექვსი კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ ექვსმა ადამიანმა?“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მითქმა-მოთქმას ბოლო მოეღოს, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში საუბარი მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ გასაჯაროვდეს დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში - რაზე არის „ქართული ოცნება“ წამომსვლელი, რაზე თანხმდება ოპოზიცია და რაზე არ თანხმდება, ვინ თანხმდება და ვინ არა. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და დაესმება დღეს, დარწმუნებული ვარ.

სამი მოთხოვნა - ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. პირველი ორის გარეშე მესამეზე მიმდინარეობს ახლა საუბარი. პირველი და მეორე კომპონენტის გარეშე მესამე კომპონენტზე საუბარი დროის ფუჭად კარგვად მიმაჩნია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციიდან 5-6 ადამიანი მეათე მოწვევის პარლამენტში აპირებს შესვლას. მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს არის დანიშნული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]