weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემი ამოცანა არის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქოციონალური მოძრაობა“ – ვაშაძე

17:17 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

„ყველა საკითხზე შევთანხმდებით ან ყველა ერთად, ან ვერ შევთანხმდებით. მორჩა და დამთავრდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – დიახ, ჩემი ამოცანა არის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქოციონალური მოძრაობა“, არამედ 30%-იანი, დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს პროცესს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე.

გიორგი ვაშაძის თქმით, მის პოლიტიკურ ძალაზე მორიგი პოლიტიკური თავდასხმაა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს.

„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, წინასაარჩევნოდ დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები. სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ მოსახლეობის ის 30 პროცენტი, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა, გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ.

არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ სხვის რიტორიკაზე, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან და თავდასხმისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს მართლაც განსხვავდება. მე მინდა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მოვაშთო ამ ქვეყნიდან ,თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები.

ამიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან. ჩვენს პარტიაში ყველა ამ აზრზეა“, – განაცხადა ვაშაძემ.

დღეს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტში შესვლას სამი ოპოზიციური პარტიის 7 წარმომადგენელი აპირებს. როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა განაცხადა, გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეზე, „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილზე, „გირჩის“ რამდენიმე ლიდერზე - ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ამ ლიდერებმა პარლამენტში მათ შესვლაზე გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

 

ამ თემაზე:

თუ პარლამენტში ვინმე შევა, არ იქნება ოპოზიციონერი, იქნება რაღაც ნივთი – მელია

ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, 5-6 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]