weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ მანდატებზე, ვერ მიიღებენ დაფინანსებას – კობახიძე

18:28 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ თქვა, პარტიები, რომლებიც პარლამენტში საქმიანობაზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ.

„კანონში შევა ცვლილება, რომელიც დაინიცირდება როგორც კი შეიკრიბება პარლამენტი, რომლის საფუძველზეც ის პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ მანდატებზე, ვერ მიიღებენ დაფინანსებას. აქ სამართლებრივი ლოგიკა არის ძალიან მარტივი: კონკრეტული ხმების საფუძველზე და კონკრეტული საქმიანობისთვის იღებენ პარტიები დაფინანსებას, ანუ დაფინანსება პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან და ასევე, მათ შორის, საპარლამენტო საქმიანობასთან.

თუ პარტია უარს ამბობს ხმებზე და არ ცნობს ამ ხმებს ლეგიტიმურად და მეორე - უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, რაც არის პარტიული მუშაობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, ასეთ პარტიას არ აქვს სამართლებრივი უფლება მიიღოს დაფინანსება და ეს არის სამართლებრივი არგუმენტი, რომლითაც დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი“,  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუჯეტიდან პარტიული დაფინანსების მიღებას ბარიერგადალახული 8 ოპოზიციური პარტიიდან და ბლოკიდან 6 დათანხმდა. გამონაკლისი არიან „გირჩი“ და „მოქალაქეები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]