weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას 12 პარტია მიიღებს

22:29 პარასკევი, 11 დეკემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას 14 ბარიერგადალახული პარტიიდან 12 მიიღებს – „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკოსთვის შესაბამისი განაცხადით არ მიუმართავთ.

წლის განმავლობაში დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი პარტიები:

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 5 140 020 ლარი
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 199 635 ლარი
  • „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1 124 409 ლარი
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 043 120 ლარი
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 939 925.35 ლარი
  • „ლელო საქართველოსთვის“ – 803 560 ლარი
  • „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 000 ლარი
  • „პროგრესი და თავისუფლება“ – 12 000 ლარი
  • „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – 204 000 ლარი
  • „ევროპელი დემოკრატები“ – 460 000 ლარი
  • „კანონი და სამართალი“ – 104 436.15 ლარი
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 289 710 ლარი

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების წლიურ დაფინანსებაზე 12 560 815.50 ლარი დაიხარჯება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, რის გამოც ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. მათმა ნაწილმა დღეს მემორანდუმსაც მოაწერა ხელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]