weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას – დეკანოიძე ვაშაძეზე

16:17 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020

„მე ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს მოვუწონო განცხადებით წასვლა, იმიტომ, რომ კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა პარტიასთან და პარტიის პილიტსაბჭოსთან“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიიდან თავმჯდომარის წასვლასთან დაკავშირებით.

დეკანოიძის თქმით, შეცდომაა გრიგოლ ვაშაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც იგი ამბობს, რომ პარტია თავს ესხმის ელჩებს.

„არც ერთი ლიდერის არც ერთ განცხადებაში პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ბრძოლაში, რომელშიც ვიმყოფებით, დასავლეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ბატონი გრიგოლი ოდიოზურ ფიგურებად. ოდიოზური ფიგურები, რომლებიც, სამწუხაროდ, აქებდნენ დღეს მის ამ ნაბიჯს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მმართველ პარტიაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედგება უამრავი ადამიანისგან, რომელსაც „მთელი ამ წლების განმავლობაში არჩეული აქვს ძალიან მძიმე, მაგრამ პრინციპული პოზიცია – საქართველო ოლიგარქის გარეშე“.

„გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის ოპოზიციურ პარტიას ტოვებს. როგორც ვაშაძე წერს, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას და მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. გროგოლ ვაშაძის თქმით, ვერ შეეგიება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ „ოდიოზური ფიგურები“. გარდა ამისა, ის აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის“ გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]