weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში EUMM-ის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

12:21 კვირა, 20 დეკემბერი 2020

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივდა და მისი საქმიანობისთვის 44,8 მილიონი ევრო გამოიყო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოიგზავნა. მისიის მიერ გაცხადებული პრიორიტეტებია:

  • საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა;
  • აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა;
  • კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა;
  • საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.

შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. მისიის სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.

EUMM-ის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დამკვირვებლებს არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]