weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თანამდებობა დატოვა

16:26 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დააკმაყოფილა გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. თოფჩიშვილმა საკრებულოს 11 აგვისტოს მიმართა.

ყოფილი გამგებლის განმარტებით, მისი გადადგომა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და გადაწყვეტილი არ აქვს სად გააგრძელებს მუშაობას.

მერაბ თოფჩიშვილის გადადგომის შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ზაურ ტაბატაძე შეასრულებს, რომელიც გამგებლის პირველი მოადგილეა.

მერაბ თოფჩიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2014 წლის ივლისიდან იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]