weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში მედიკამენტებზე ფასი უნდა შემცირდეს – გახარია

12:06 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები უნდა შემცირდეს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.

გახარიას თქმით, ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას სჭირდება დიდი დრო.

 „პირველი ამოცანა იყო ელემენტარულად სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაჩენა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, სიცოცხლის პრობლემა იყო პრობლემა. შესაბამისად, ამის პასუხი იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც განხორციელდა. არც საყოველთაო ჯანდაცვაა დღეს იდეალური, მასაც შემდგომი რეფორმირება სჭირდება და ეს რეფორმირება ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია, თუმცა

ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება.

ეს ორი მონაცემია, ორი გამოწვევაა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, რომელსაც მან უნდა უპასუხოს უახლოეს მომავალში. ინსტრუმენტები შეიძლება აქ იყოს სხვადასხვა, თუმცა საბოლოო ჯამში შედეგი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჯიბიდან გადახდა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უნდა შემცირდეს. თუ რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის, ეს არის რეფორმის ნაწილი. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ამ ამოცანას ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს. უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით იქნება გადადგმული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, კრიზისის პირობებში, როდესაც მოქალაქეევისთვის სოციალური დახმარება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„მაშინ, როდესაც ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა და ისინი ნელ-ნელა გადაადგილდებიან სოციალური იერარქიით ერთი ნაბიჯით ქვემოთ, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება - ხელი შევუწყოთ ადამიანებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]