weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თუ თვითმმართველობის დონეზე კომპეტენცია არ გაიზარდა, უზარმაზარი რისკებია – გახარია

16:19 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კომპეტენციების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, თუ კომპეტენციის ზრდა არ მოხდა, არსებობს არაეფექტურობის და კორიფციის რისკები.

„თქვენ ხომ ხედავთ, ყველანი, განსაკუთრებით, მაჟორიტარები ხართ - რა ხარისხის და რა დონის დელეგირება ხდება, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ დონეზე. იქ თუ კომპეტენცია არ დახვდა, არის უზარმაზარი რისკები: არაეფექტიანობის, კორუფციის, კიდევ ბევრი რაღაცის.

ამიტომ, არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას, ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე - კომპეტენციის ზრდა. სხვანაირად შედეგი დადგება არასახარბიელო და ჩვენი მოქალაქე, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში იქნება უკმაყოფილო და ეს უკმაყოფილება შემდგომ გამომჟღავნდება სხვადასხვა ქმედებებში. რაც შეეხება დელეგირების პროცესს, ეს გაგრძელდება იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც გვაქვს 2025 წლამდე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად და მაჟორიტარებმა ადგილობრივ დონეზე, რომ კომპეტენციის ზრდას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობას ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის გაძლიერების სამოქმედო გეგმა აქვს, რომელიც 2025 წლამდე იმუშავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]