weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა

15:56 ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა. როგორც მან თქვა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თებერვალში დასრულდება.

„კულტურის სფეროს ცალკე გამოყოფის შესახებ ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შემიძლია ღიად გითხრათ. კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ ეს თებერვლის თვეს არ გადასცდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს, პარლამენტში გამოსვლის დროს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2017 წელს გაერთიანდა. საბოლოო ჯამში, 2018 წელს ორივე სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]