weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია იმარჯვებს

22:55 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც ელექტრონულად ჩატარდა, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ნიკა მელიამ ხმების 64.9% მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ - 35.1%.

ლევან ვარშალომიძემ ნიკა მელიას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.

პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები სოციალურ ქსელ Facebook-ში სპეციალურად შექმნილ ჯგუფში ორი დღის წინ დაიწყო.

„ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს.

ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 2019 წლის მარტიდან გრიგოლ ვაშაძე იყო. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ პარტიას და დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. როგორც ვაშაძე განმარტავდა, არ ეთანხმებოდა პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას და მისთვის მიუღებელი იყო პარტიული სტრატეგიის არარსებობა. გროგოლ ვაშაძის თქმით, ვერ შეეგუებოდა იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ „ოდიოზური ფიგურები“. გარდა ამისა, ის აღშფოთებას გამოთქვამდა სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის“ გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]