weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

ჩემი აზრია, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს დაინიშნოს – ხაზარაძე

13:04 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020 hits 168

პარტია „ლელოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. როგორც ხაზარაძე აცხადებს, იდეალური იქნება, თუ არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა ამის არ სჯერა.

„მგონია, რომ 2022 წელს შესაძლებელია სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარედეს. ეს იქნება გამოსავალი. ეს არის ჩემი პირადი აზრი. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ საარჩევნო კოდექსი და მთელი ეს გარემო შეიცვალოს, რაზეც შეთანხმებასთან ახლოს ვართ. ეს ერთადერთი საკითხია, სადაც დაემთხვა... ეს არის შეთანხმების ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი არის რიგგარეშე არჩევნები.

რიგგარეშე არჩევნები იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვითხოვთ ამას. უბრალოდ, სიტუაცია ითხოვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა გაჯანსაღდეს და ყველას - ოპოზიციასაც და პოზიციასაც გვეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მოდი, დავიწყოთ ამ წერტილიდან. ჩვენ პლებისციტი, იმიტომ შემოვიტანეთ ამ თემაში, რომ თუ ვერ ვთანხმდებით, მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს, მაგრამ მიხვდნენ, რომ არა მარტო არჩევნების გადაწყვეტა იქნებოდა, უფრო სხვა ვერდიქტი იქნებოდა.

ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ათვლა ახალი 4 წლის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (მათ შორის, „ლელო“) მიიჩნევენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი შედგა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]