weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერს კოვიდ 19-ზე სამკურნალოდ რუსეთში გადაიყვანენ

10:29 პარასკევი, 08 იანვარი 2021

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, სამკურნალოდ რუსეთში, სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

როგორც ე.წ. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური აცხადებს, ეს გადაწყვეტილება სამედიცინო სპეციალისტების კონსილიუმმა მიიღო, დაავადების გართულებების თავიდან ასაცილებლად. ექიმების შეფასებით, ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურად საშუალოდ მძიმეა და მას ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.

ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 4 იანვარს გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

27 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასაც.

6 იანვრამდე აფხაზეთში კორონავირუსის სულ 9465 შემთხვევა დასტურდებოდა. გამოჯანმრთელებული იყო 7196 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 136-ს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]