weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აღარ ვაპირებ შენიშვნების მიცემას, არც მხარდამჭერი ვიქნები „ქართული ოცნების“ – ივანიშვილი

23:30 სამშაბათი, 12 იანვარი 2021

„ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ 2011 წლამდე არსებულ ცხოვრების წესს უბრუნდება. როგორც მან პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, საჯაროობას წყვეტს და არც „ქართულ ოცნებასთან“ ექნება კონსულტაციები.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გუნდს თვეები და შესაძლოა, წელიწადზე მეტიც ამზადებდა იმისთვის, რომ პარტიას დატოვებდა.

„მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში და საბჭოს წევრებთან მე თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, რომ „თუ ჩემგან რაიმე გინდათ, აქვე შეგიძლიათ გადააზუსტოთ, რამეთუ მე სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე“. რა თქმა უნდა, ადამიანური ურთიერთობები შეიძლება იყოს ყოფით დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე. ეს მათ ძალიან კარგად იციან და არც დამირეკავენ, ჩემგან მათი კრიტიკა არ მოხდება. არ მოხდება ჩემი საჯაროდ გამოსვლა. როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ეს ბოლო ინტერვიუ იქნება. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი და შეიძლება ხვალ, ზეგ ეს გავაკეთო. ამის შემდგომ მე ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს.

მე არც მხარდამჭერი ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება.

არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა გუნდის რომელიმე წევრთან (რომლებიც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ) და შენიშვნის მიცემა - „აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა“. რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ „არ დაელოდოთ და ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, თქვენ იქნებით ამ მხრივ აბსოლუტურად თავისუფალი და პირიქითაც, ნუ აკადრებთ თქვენს თავს, ნუ მაკადრებთ მე და ნუ დამირეკავთ და ნუ მომცემთ კონსულტაციებსა და რჩევებზე შეკითხვებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სახით ძალიან ეფექტური გუნდი დარჩა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]