weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

16:08 შაბათი, 16 იანვარი 2021 hits 136

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოადგილედ და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად აირჩიეს.

მაღლაფერიძის თქმით, პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება ირაკლი კობახიძისგან მიიღო და ეს კავშირში არაა ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან მის გადადგომასთან.

„როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, კარგია, რომ ვგეგმავდეთ. ეს ამასთან არ იყო კავშირში. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს ვესაუბრე და ა.შ.“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მისი ფუნქცია პარტიის თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა იქნება.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს მის გარეშე ფუნქციონირება. ეს საქართველოსთვის ხშირი მოვლენა არაა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას. ძალიან საინტერესო გუნდია და ის შეძლებს ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა 2020 წლის აგვისტოში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამი წლით ადრე დატოვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]