weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს

16:38 შაბათი, 16 იანვარი 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეექვსე ყრილობამ პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩია. ყრილობის დელეგატების წინაშე გამოსვლისას კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიისთვის სერიოზული გამოწვევაა, რასაც ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მეტი თავდადებით უნდა უპაუხონ.

„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის იყო თავისუფლების, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასევე მინდა მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს პარტიის თავმჯდომარედ წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური საბჭოს, ამ პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის.

მადლობას გიხდით ყრილობის დელეგატებს და ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს ჩემთვის გამოცხადებული ესოდენ მაღალი ნდობისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან განაცხადა, პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის და „სრულად ჩამოსცილდება“ მართვის სადავეებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]