weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, გაწევრიანდეს თუ არა საქართველო NATO-ში – სტოლტენბერგი

10:01 სამშაბათი, 19 იანვარი 2021 hits 259

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს - გახდებიან თუ არა სუვერენული სახელმწიფოები, უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრები.

18 იანვარს, ონალინ კონფერენციაზე ჩართვისას, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება სცადოს ჩარევა, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანება.

„საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. გახდება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, და მხოლოდ მათი, რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება.

რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოსა და ნატო-ს კავშირია. რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია. ეს ეხება უკრაინასაც: ყირიმის უკანონო ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვქმენით მშვიდობიან და სტაბილურ მსოფლიოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-ს როლი ამ ქვეყნების მხარდაჭერაა, მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რეფორმების გატარებაში, სწავლებაში დახმარებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]