weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

ხაზარაძე და ელისაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

10:25 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021 hits 279

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გადაცემა „ღამის კურიერში“ მოხდა, სადაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, დებატებისთვის არ იყო მიწვეული.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გადაცემის წამყვანმა მამუკა ხაზარაძეს კითხვა დაუსვა ალეკო ელისაშვილის მიერ დეკემბერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ელისაშვილი ირწმუნება, რომ ხაზარაძეს ოპოზიციის ერთ-ერთ შეხვედრაზე ჰკითხა, თუ რა ხდებოდა მოვლენების განვითარების „მეორე სცენარში“, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა: „ომია ძმაო და რაღაც იქნება“.

„რუსთავი 2“-ის ეთერში ხაზარაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ოპოზიციის დახურული შეხვედრიდან ინფორმაცია დამახინჯებულად გაიტანეს.

„მსგავსი საუბარი არ ყოფილა. უამრავმა ადამიანმა, ვინც იქ იმყოფებოდა, დააკომენტარა, რომ მსგავსი სიტყვები იქ არ ყოფილა. ყველა ეს საუბარი, რაც ახლა ეთერში მიდის, არის ოპოზიციური ერთობის, ბოიკოტის არევა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მას შეხვედრიდან „პირადი საუბარი არ გაუტანია“.

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს „მატყუარა“ და „ავანტიურისტი“ უწოდა, ელისაშვილმა კი მას „ხალხის მყვლეფავი“.

ხაზარაძის აზრით, ელისაშვილი „ქართული ოცნების“ დავალებით საუბრობდა, ხოლო ელისაშვილმა „ლელო“ „ქართულ ოცნებასთან“ ზურგს უკან მოლაპარაკებებში დაადანაშაულა.

„არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული. მე ხელს არ ჩამოგართმევ. ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას, სიტყვას და სიმართლეს უნდა ჰქონდეს ფასი“, – მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.

დღეს „ღამის კურიერის“ გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც განმარტავენ, რომ ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და გადაცემის მიზანი არ იყო სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]