weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საქართველო აღიარებულია როგორც ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა – პრეზიდენტი

16:16 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. ზურაბიშვილი ამისთვის მადლობას უხდის იუსტიციის სამინისტროსა და ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს.

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია.

ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისოტრიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახლემწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება.

მე მინდა კერძოდ დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რემეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ დღეს, 21 იანვარს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

ამ თემაზე:

რუსეთის მიერ რომელი მუხლების დარღვევა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]