weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ ხვდებიან

12:59 პარასკევი, 22 იანვარი 2021 hits 138

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შესახვედრად პარლამენტში მივიდნენ. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე იმსჯელებენ მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დაყენებული ოთხი მოთხოვნის შესახებ.

„გვაინტერესებს, რამდენად აქვს „ქართულ ოცნებას“ სერიოზული მზაობა ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ოთხიდან ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამი საკითხი: პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება. რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესეოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ის და ლევან იოსელიანი დანარჩენ ოპოზიციასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებენ: „არ ვაპირებთ კინკლაობას. ვინმეს თუ ექნება ჩვენთან შეხვედრის სურვილი, იციან ჩვენი ოფისი და მოვიდნენ“.

ალეკო ელისაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის სურვილი გუშინ გამოთქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]