weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას – 9 პარტია

16:43 სამშაბათი, 26 იანვარი 2021
ფოტო © oc-media ფოტო © oc-media

ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებით მიმართავს „ქართულ ოცნებას“, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. როგორც პარტიები აცხადებენ, მათი მოთხოვნები იგივეა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები და საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ისინი ერთგული არიან იმ პოზიციის, რაც „გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგ დაიკავეს.

„მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. „ქართული ოცნების“ არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული.

ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან: „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ბლოკი ძალა ერთობაშია - პროგრესი და თავისუფლება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს ლეიბორსტული პარტია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]