weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ივლისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ლაგოდეხსა და ზესტაფონში დაფიქსირდა

17:24 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი იყო. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი +39.70 გრადუსი დასავლეთ საქართველოში ზესტაფონში დაფიქსირდა, ხოლო აღმოსავლეთში - ლაგოდეხში, სადაც +39.00 გრადუსი იყო.

თბილისში, ივლისის თვის თვის საშუალო ტემპერატურამ +26.70 გრადუსი შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1881 წლის შემდეგ. ივლისის ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა 2000 წელს +27.70 გრადუსი აღინიშნა.

ჰაერის ტემპერატურის მატება ივლისის პირველ დეკადაში საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებამ განაპირობა.

რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოს პირველ ნახევარს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში ქალაქ ქუთაისში +40.40 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში, თბილისში +39.80 გრადუსი დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]