weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი განცხადება – წულუკიანი

22:19 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, რომ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადება არაეთიკური იყო.

„ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.

კარლ ჰარცელმა დღეს აღნიშნა, რომ ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო.

„ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გუშინ, 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს მიმართა და ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერიც გამოაცხადა.

„შემომატებულ დეპუტატებს მინდა მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ – გაყალბდა თუ არა არჩევნები – იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?! ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამ თემაზე:

წულუკიანმა წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული არხის დირექტორის წინააღმდეგ – TI

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]