weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იან კელიმ ერგნეთში ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა

10:22 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი დაათვალიერა. მან მუზეუმის კედელზე გაკრულ ბანერზე წარწერაც დატოვა, სადაც წერს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, თავისუფალი და აშშ მის გვერდით იდგება.

„მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო ეს მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ თუ რა არის აგრესიისა და ომის საფასური. მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება აქ დიდხანს. საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა,“ - განაცხადა ელჩმა ოკუპაციის მუზეუმში.

სოფელ ერგნეთში „2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“ რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე გაიხსნა. მუზეუმში, რომელიც ომს გადარჩენილი სახლის სარდაფში მდებარეობს, ომის ამსახველი ფოტომასალა და ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული ნივთებია გამოფენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]