weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თამარ ჟვანიას გადადგომას ცესკოში არ ადასტურებენ

12:21 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ტელეკომპანია „ფორმულა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცესკოში გამართულ თათბირზე, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ოფიციალურად ითქვა, რომ ჟვანია თანამდებობას ტოვებს.

თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამაც.

ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს. ჟვანიას უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 24 დეკემბერს ეწურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]