weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძეა წარდგენილი

18:47 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. ბურჭულაძე 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი, 1998-1999 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი; 1999-2001 წლებში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა შპს „ლუქსში“, 2001-2004 წლებში კი საქართველოს ეროვნული ბანკში სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი იყო.

ჯუანშერ ბურჭულაძე 2004-2005 წლებში „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო. 2005-2006 წლებში ის „სტანდარტ ბანკში“ პირად ბანკირად მუშაობდა, ხოლო 2006-2007 წლებში იმავე ბანკის ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი იყო. 2007 წელს ჯუანშერ ბურჭულაძე „სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველად დაინიშნა, ხოლო 2007-2010 წლებში „კორ-სტანდარტ ბანკის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი იყო.

ბურჭულაძე 2010 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში და ფინანსური მენეჯერის თანამდებობა ეკავა. 2015-2019 წლებში ჯუანშერ ბურჭულაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2019 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის საკუთარ მოადგილედ დანიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]