weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მთავრობის ადმინისტრაციასთან 15 საათზე ოპოზიციის აქცია გაიმართება

11:51 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა. როგორც ხატია დეკანოიძემ განცხადა, აქცია დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

„როგორც ყველა ველოდებოდით, დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა საბჭოთა არმიის დაბადების დღეს გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი, რათა დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, მაგრამ მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენი სამშობლო იქნება თავისუფალი. ეს იქნება ძალიან მალე. შესაბამისად როდიონოვების, გავრილოვების, რუსების ბოლშევიკების ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია. ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ბრძოლისთვის ყველა კონსტიტუციურ გზას გამოიყენებს.

„აუცილებლად იქნება საპროტესტო აქციები. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ეს ვაკხანალია, ეს ე.წ. კუნთების თამაში. ჩვენ გვჭირდება ნორმალური განვითარება. ქვეყანას სჭირდება დიალოგი და ჩვენი ხალხისთვის გამოსავლის პოვნა. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გამოშვებაში“, – თქვა ხაზარაძემ.

ნიკა მელია დღეს, 23 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]