weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მურატ ჯიოევი – მეარაყიშვილის საქმის საერთაშორისო დონეზე განხილვა არასწორია

17:14 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მურატ ჯიოევი თამარ მეარაყიშვილის საქმეს გამოეხმაურა. „ისტერია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ ატეხა, რესპუბლიკის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“, - აღნიშნა ჯიოევმა.

მისი თქმით, თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის მოქალაქე და მცხოვრებია, შესაბამისად, მის მიმართ დაწყებული გამოძიება რესპუბლიკის შიდა საქმეა.

„ეს საქმე საერთაშორისო დონეზე არ უნდა იქნეს განხილული. გამონათქვამები, რის უფლებასაც საქართველოს ხელისუფლება თავის თავს აძლევს, მათ შორის ე.წ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი, არის უხეში ჩარევა სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში. სამართალდამცავი ორგანოები თავის საქმეს ასრულებენ და მათ საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმის პოლიტიკურ და საერთაშორისო სიბრტყეზე გადატანა, სწორი არ არის“, - აღნიშნა ჯიოევმა.

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი 16 აგვისტოს, ოკუპირებული ახალგორში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა მას მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისწამებას ედავება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განცხადა, რომ თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს ასე უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.

თამარ მეარაყიშვილმა ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერმე განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესახებ, რაც მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]