weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ურთიერთობის გაღრმავებისთვის საკვანძოა – შარლ მიშელი

10:54 სამშაბათი, 02 მარტი 2021

„საიდუმლო არ არის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის საკვანძოა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირს სურს მხარი დაუჭიროს ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რათა საქართველოში ჩატარდეს რეფორმები კორუფციასთან საბრძოლველად.

„რათა დავრწმუნდეთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა რეალობაა საქართველოს ყველა ​მოქალაქისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა დავრწმუნდეთ, საერთო მიდგომა და საერთო მხარდაჭერა არსებობს, მაგალითად, საარჩევნო რეფორმისადმი. ეს ძალიან რთული საკითხებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

ეს ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი იარაღია ამ ქვეყანაში სიტუაციის გამოსასწორებლად, ამ ძლიერი სახელმწიფოს კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ასაყვავებლად. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ, გამოვხატოთ, აქტიურად ვუსმინოთ განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგიდაზე ზოგიერთი ნაწილები დავდოთ, რათა ფასილიტაცია მოვახდინოთ დიალოგის ხელახლა წარსამართად. მე მოხარული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს სჭირდება სიმამაცის გამოჩენა პროგრესის მისაღწევად.

ორ კვირაში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ისევ გვქნება შესაძლებლობა, ვნახოთ, სად ვართ და იმედი მაქვს, ვნახავ, რა პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა თავად შარლ მიშელი და ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]