weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის დაზიანებისთვის ორი პირი დააკავეს

10:09 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ბრალდებით ორი პირი – 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებს შსს.

ოფისის დაზიანების ამსახველი კადრები, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერამ გადაიღო, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, დანაშაულში „ქართული ოცნების“ აქტივისტები მონაწილეობდნენ. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]