weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კახა კუკავა თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

13:36 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

„დემოკრატიულ მოძრაობას“ და „თავისუფალ საქართველოს“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები ეყოლებათ. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თბილისის მერობისთვის კახა კუკავა იბრძოლებს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის.

„ჩვენ ვართ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ოპოზიცური ერთიანობისთვის პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადავდეთ. მხოლოდ ოპოზიციის ერთიან კანდიდატს შეუძლია დაამარცხოს ხელისუფლება, როგორც მინიმუმ მიაღწიოს მეორე ტურს, სადაც რეალური გამარჯვების შანსი გაუჩნდება. სამწუხაროდ, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა საქართველოში, პარტიული ინტერესები, გარიგებები დააყენეს უფრო მაღლა და საკუთარი კანდიდატები დაასახელეს ადგილობრივი თვითმმართველობის და განსაკუთრებით, თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნებზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მათი ოპოზიციური ერთობა ღია იქნება ყველა ოპოზიციური პარტიისთვის გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

„ჩვენ უკვე გვაქვს ერთად ბრძოლის გამოცდილება, როდესაც 2011 წლის 26 მაისს ერთად ვიდექით რუსთაველის გამზირზე. მაშინ ჩვენი ბრძოლა გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფურცელი წინა ხელისუფლების დასრულებაში და დარწმუნებული ვარ, ეხლაც გადამწყვეტ წვლილს შევიტანთ დღევანდელი მახინჯი, კოჰაბიტაციური სისტემის დასრულებაში. ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებას შევთავაზოთ თანამედროვე ტიპის ეროვნული ძალა, ეროვნული პროგრამით, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს რეალური არჩევანი არა ლიბერალურსა და ლიბერალურს შორის, არამედ ლიბერალურ და ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის“, -აღნიშნა კახა კუკავამ.

მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის მერობის 7 კანდიდატია დასახელებული: კახა კალაძე („ქართული ოცნება“), ელენე ხოშტარია („მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“), ზაალ უდუმაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თენგიზ შერგელაშვილი („შენების მოძრაობა“), ირმა ინაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), კახა კუკავა („დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“) და ალეკო ელისაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]