weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას – ელისაშვილი ბასილაშვილზე

14:53 სამშაბათი, 16 მარტი 2021

დეპუტატმა ალეკო ელისაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება პარლამენტის ტრიბუნიდან მიულოცა და განაცხადა, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი უტევს.

„ამ ტრიბუნიდანაც მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება, დიდ ქვეყნებში ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ერთბაშად სპორტიც არის, პოლიტიკაც, ხელოვნებაც, კულტურაც.

მსურს დიდი მალდობა ვუთხრა როგორც მოქალაქემ მოქალაქეს, როგორც ქართველმა ქართველს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, რომ ჩვენი ერის სახელი, საქართველოს სახელი ასე გაიტანა მთელს მსოფლიოში, მით უფრო, იმ ფონზე რაც მას თავს დაატყდა.

როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ ხოლმე, დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებული ჟინით და შემართებით.

ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა. პირიქით, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თავისი წარმატება თავის შვილს მიულოცა. ამის მოსმენით ყველა გულაჩუყებული ვიყავით. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის. მას და ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ახლახანს გახდა დოჰას ტურინირის გამარჯვებული, ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. ის სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 მაისს, ყოფილი მეუღლის მიმართვის შემდეგ დააკავეს.ჩოგბურთელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას. 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და 100 000-ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]