weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მთავრობამ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე უარი თქვა

15:02 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არ დააკმაყოფილა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის მოთხოვნა 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

„საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი დღით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ასევე, ვირუსის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია, შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რაგდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მივუღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის საფუძველზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 23 747 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.55%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.53%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღეში – 1.33%-ს.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიმართვაში აღნიშნავდნენ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში დღესასწაულის აღნიშვნა გასულ წელსაც ვერ შეძლეს. მათ მიაჩნიათ, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების შედარებით შემცირების პირობებში, შესაძლებელია ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა, რათა „მოსახლეობამ სტრესის, დაძაბულობის და დაჯარიმების შიშის გარეშე შეიქმნას ნოვრუზის სადღესასწაულო განწყობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]