weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მაია ასათიანი „რუსთავი 2“-ს ტოვებს – რას პასუხობს მას ტელეკომპანიის დირექტორი

22:17 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

ჟურნალისტი, გადაცემა „პროფილის“ ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტოვებს. „პროფილის“ გარდა, ამ ტელეარხის ეთერში აღარ გავა გადაცემა „შორენას ეფექტი“.

„დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო „პროფილია“, – ამბობს ასათიანი „პროფილის“ ანონსში.

მაია ასათიანს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პროფილის“ დახურვა არხის მენეჯმენტის ინიციატივით არ მომხდარა.

„ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - „შორენას ეფექტი“.

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. „რუსთავი 2“ წარმატებას უსურვებს „პროფილის“ შემოქმედებით ჯგუფს, ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი“, – აცხადებს პაატა სალია და აღნიშნავს, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“ და საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“ ერთ მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]