weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისში ვართ – ჯანდაცვის მინისტრი

17:04 პარასკევი, 26 მარტი 2021

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით უკვე იმ ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძემ მოქალქეებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაცის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და იმის ნიშანი, რომ შეიძლება, ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ უგულებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია - ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენა და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვ.

ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული, აუცილებლად უნდა იყოს დაცული ბიზნესის მხრიდან, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს, როგორც უსაფრთხო მომსახურება, ისე უსაფრთხო სამუშაო გარემო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

24 საათში ჩატარებული 29 341 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 203 - თბილისში. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 1.89%-ია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 6 კოვიდ-პაციენტი, 307 კი გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]