weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

მოლაპარაკების წინ მსგავსი განცხადებები ტაქტიკური შეცდომაა – „სტრატეგია აღმაშენებელი“

18:35 შაბათი, 27 მარტი 2021

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ აცხადებს, რომ ეთანხმება ოპოზიციური პარტიების მიერ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადების სულისკვეთებას, თუმცა, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების წინ მისი გავრცელება ტაქტიკური შეცდომა იყო.

ერთობლივ განცხადებაში პარტიები განმარტავენ თავიანთ პოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პუნქტებთან დაკავშირებით.

„შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“, – აღნიშნავენ „სტრატეგია აღმაშენებელში“.

პარტიის განცხადებით, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ – საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს. შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს, რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი, რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.

ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მნიშვნელოვანია არა ის, რა უფრო სასარგებლოა ოპოზიციის ან ხელისუფლებისთვის, არამედ ის, თუ რა გამოიყვანს საქართველოს შექმნილი კრიზისიდან და როგორ მოიგებს ამ ყველაფრით ქვეყანა, რომ ყველა ერთად, რაც შეიძლება მალე გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელი“.

დღეს ოპოზიცურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ისინი მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა. განცხადებას ხელს აწერენ: ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება; ლელო; ელენე ხოშტარია – დროა; ევროპული საქართველო; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; პარტია პროგრესი და თავისუფლება; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]