weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

დეპუტატი კახა კახიშვილი ითხოვს, რომ კანონით განისაზღვროს, ვინ არის ჟურნალისტი

14:28 სამშაბათი, 30 მარტი 2021 hits 497

„ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, ვინ არის ჟურნალისტი და ეს სფერო უნდა დარეგულირდეს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ბოლო პერიოდში ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმი არ არსებობს.

„მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მედიასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ  გააშუქოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენდამი კრიტიკულია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, პასუხებს მოითხოვდეს, მაგრამ ამავდროულად ყველაფერს სჭირდება რეგულაცია.

ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთი მდგომარეობაში ვართ, როდესაც ფაქტობრივად პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმი არ არსებობს. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები, რომელიც აბსოლუტურად, 1%-ითაც კი კავშირში არ არის სიმართლესთან. ერთ-ერთი სიუჟეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი ვარ „ქართული ოცნების“. უკვე ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

დეპუტატმა ჟურნალისტებსა და საზოგადოებას მიმართა კითხვით, თუ ვინ არის ჟურნალისტი.

„რომ გახდე იურისტი, რა არის საჭირო? საჭიროა, დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მიმართულება აირჩიო, მერე კიდე გამოცდები ჩააბარო და გახდები კონკრეტულად იურისტი, სამართალმცოდნე. თუ გინდა გახდე მასწავლებელი, უნდა დაამთავრო რაღაც სასწავლებელი და წელიწადში ერთხელ თუ სამჯერ გამოცდებს აბარებ, რომ იყო მასწავლებელი.

დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი, ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია ვინ არის ჟურნალისტი, არ არის. ეს ძალაინ მნიშვნელოვანი საკითხია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მოსახლეობამ სიმართლე გაიგოს.

ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს, თუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს? სხვათაშორის, მე ორი წელი ვმუშაობდი „პალიტრაში“ გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვწერდი და ბლოგიც მიმყავდა „კვირის პალიტრაში“, შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ და ამის მერე, ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე თავდასხმად“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

დეპუტატი განცხადების დასასრულებლად დამატებით დროს ითხოვდა, რაზეც სხდომის წამყვანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი არ დასთანხმდა იმ არგუმენტით, რომ ეს წესის დარღვევა იქნებოდა. ვოლსკი დაეთანხმა კახიშვილს, რომ მის მიერ წამოჭრილი საკითხი მნიშვნელოვანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]