weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

ვაპირებ ვიყო უპარტიოდ – გიგი უგულავამ „ევროპული საქართველო“ დატოვა

12:40 შაბათი, 10 აპრილი 2021 hits 247

გიგი უგულავამ პარტია ევროპული საქართველო, სადაც გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა, დატოვა. როგორც ის აცხადებს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის განახლებასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიასთან აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

გიგი უგულავა ამბობს, რომ დღეს პარტიის ყრილობას არ დაესწრება, რითიც „საბოლოოდ გაფორმდება“, რომ პარტია დატოვა.

„2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ.

პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ“, – ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში.

მისივე თქმით, გიგა ბოკერია და ის ბევრ საკითხში თანამოაზრეები არიან, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა.

„ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა, არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ „ევროპული საქართველოს“ პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ“, – ამბობს გიგი უგულავა.

მისივე განცხადებით, აპირებს, რომ „უპარტიოდ იყოს“ და „ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის“ წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად იბრძოლებს.

„ევროპული საქართველო“ თავმჯდომარემ, თავით ბაქრაძემაც დატოვა. პარტიის ახალ ხელმძღვანელებს სავარაუდოდ დღევანდელ ყრილობაზე აირჩევენ. ჯერჯერობით უცნობია, ვისი კანდიდატურები განიხილება თავმჯდომარის პოზიციაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]