weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ – თალაკვაძე პარტიიდან წასულ 6 დეპუტატზე

13:24 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ექვსი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვება და გიორგი გახარიას გუნდში გადასვლა არასწორ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც არსებობს გამოწვევები, რაზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი, უბრალოდ სირცხვილია, როდესაც შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში.

„მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა პარტია დატოვეს. ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ერთად პარტიას ქმნიან, პარლამენტში მუშაობას კი დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]