weather cur horoscope tv
მაისი 06, 2021

ამაში გამოიჩინონ პატრიოტიზმი, ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მაგიდასთან ვისაუბროთ – თურნავა

20:36 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021 hits 3234

„ასეთი ძლიერი მესიჯი, ძლიერი მოწოდება წამოვიდა საპატრიარქოდან. ამ ფონზე, ხელახლა მინდა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, ვინც ახლა საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ჩვენი ამბიცია“, – მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოქალაქეებს, რომლებიც 170 დღეზე მეტია რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია, დიალოგის ყველაზე კარგი ფორმატი სპეციალისტების ჩართვაა, ის და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავთაშვილი მზად არიან, უშუალოდ გასცენ პასუხები აქტივისტების შეკითხვებს.

„მოდით, ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე, ნუ ვიტყვით უარს საუბარზე სხვადასხვა ხელოვნური მიზეზის გამო, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო, რომ – აი, შეხვედრა გვინდა ამა და ამ რანგთან, ამა და ამ დონესთან მხოლოდ.

მზად ვართ, ყველა მათ კითხვას გავცეთ პასუხი და იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, რადიკალური მოწოდებები შეწყდება და დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას.

ულტიმატუმები არის დამღუპველი და ამაში გამოიჩინონ ძირითადად პატრიოტიზმი – ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე ვისაუბროთ მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ვისაუბროთ მაგიდასთან და არა კარავში“, – განაცხადა ნათელა თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რამდენიმე დღის წინ, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ნათელა თურნავასთან დიალოგის სივრცე არ დარჩა, რადგან ის 12 მარტს, ქუთაისში გამართული შეხვედრიდან გაიპარა.

ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულება და მისთვის მიწების გადაცემა – ეს ორი საკითხია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. გოლეთიანი ამბობს, რომ განხილვაში ის ადამიანი უნდა ჩაერთოს, ვინც ხელისუფლებაში ამ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს და ასეთი თურნავას შემდეგ პრემიერ-მინისტრია.

 

ამ თემაზე:

რიონის ხეობაში დაძაბულობა შემაშფოთებელია, აუცილებელია დიალოგი – საპატრიარქო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]